Detailes
Itinerary
Date and Processes
Location
2 Days Duration
0/10 Physical level
Persons
6+ Min age
2021-02-12/2021-02-13 Date from/to

Once you get there you'll have the sensation to be in one of the documentaries about Africa because of the landscapes, which are so much similar to the Africans.
Vashlovani National park is unique because of its scientific or touristic potential, where the diversity of open spaces, badlands, flora, and fauna is really unusual and rare. 

 

1
თბილისი - მიჯნისყურე

თბილისიდან გავალთ 9 საათზე. დედოფლის წყაროში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში რეგისტრაციისა და სადილის შემდგომ გავემართებით ვაშლოვანისკენ. გზა შირაქის დაბლობზე მარცვლეულის ყანებზე გადის რომელიც გაზაფხულზე  გაფერადებულია სხვადასხვა ფერის ყვავილებით.
სოფელი კასრისწყლის შემდეგ გავივლით იშვიათი საკმლის ხის (Pistacea mutica) არიდული ნათელი ტყეებსა და  კანიონს ქარის გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილ ეროზირებულ მთებ შორის. 
დღის ბოლოსთვის ვიქნებით მიჯნის ყურეში - მდინარე ალაზნის უკანასკნელ მონაკვეთთან არესებულ ულამაზეს ყურეში რომელიც საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც ჭალის მუხების (Quercus pedunculata), ვერხვების (Populus nigra, P. canescens), იფნების (Fraxinus excelsior) და ველური ბროწეულის (Punica granatum) გვერდით ველურად იზრდება აგრობიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ხეხილისა და ვაზის წინაპრების მნიშვნელოვანი სახეობები: ველური ვაზი (Vitis silvestris G. Gmel.), კომში (Cydonia oblonga Mill.), დოლის პური (Tritium ferrigineum), ბალამწარა (Cerasus silvestris), მაჟალო (Malus orientalis) და სხვ.

2
მიჯნისყურე - თბილისი

მიჯნისყურიდან გვიან, 11:00-თვის დავიძვრებით. მანამდე კი საშუალება გვექნება დავტკბეთ უჩვეულო დილით მდინარის პირას, ვითევზავოთ ან უბრალოდ მშვიდად ვისაუზმოთ. გავემართებით სამუხის ველის მიმართულებით, რომელიც არის ყველაზე მშრალი ადგილი საქართველოში. გზად გავჩერდებით რამოდენიმე ადგილზე და შევეცდებით ბინოკლებით ვიპოვოთ ჯეირნები, იგივე ქურციკები რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში გადაშენდნენ, მაგრამ 2013 წლიდან დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ძალისხმევით ისევ მოხდა მათი შემოყვანა აზერბაიჯანიდან და მას შემდეგ მათი რაოდენობა უკვე თითქმის გაორმაგდა.
სამუხის ველის შემდომ დათვის ხევის ალესილებში პრეისტორიულ ფაუნას მოვინახულებთ: გაშიშვლებული ქანების დალექილ ფენებში დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს ზღვის მოლუსკების კარგად შემონახულ ქიტინებს. ეს მოლუსკები ვაშლოვანის ყველაზე ძველი ბინადრები არიან - ჯერ კიდევ იმ დროინდელი, როდესაც აქაურობა ზღვით იყო დაფარული.
იმავე დათვის ხევში კიდევ ერთი, შედარებით „ახალგაზრდა“ პრეისტორიულ ცხოველს შეხვდებით - თიხის ბორცვიდან სამხრეთული სპილოს გაქვავებული ბეჭის ძვალია გამოშვერილი.
ბოლოს კი, პანტიშარიდან ამოვალთ ვაშლოვანას გადასახედთან რომელიც იქნება ბოლო ადგილი ვაშლოვანში. ჩვენი მოგზაურობა ქართულ სავანაში მზის ჩასვლასთან ერთად დასრულდება, რომელიც აქაურობის სილამაზესა და აფრიკასთან მსგავსებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.

Package Trip Status Price PP In a Group
Confirmed Dates Min.participant Number 5p / Max.participan Number 17p 5 People Group 11 People Group 17 People Group
February  - May Bookable $190 $165 $110
Back